ყაბარდო-ბალყარეთში უცნობმა პირებმა ოთხი მილიციონერი მოკლეს და ერთი მძიმედ დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. აღნიშნული ინციდენტი ქალაქ ჩეგემში მოხდა.
"უცნობი პირები ქალაქის ერთ-ერთ კაფეში შევიდნენ, სადაც იმ დროს ოთხი მილიციონერი სადილობდა. მათ შს სამინისტროს თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ სამართალდამცავებმა რეაგირება ვერ მოასწრეს. ამის შემდეგ ბოროტმოქმედები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ", _ იუწყება რუსული მედია.
მათი ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.