“ქართულმა ოცნებამ“ და რუსულმა რეჟიმმა გუშინ კიდევ ერთხელ გაიმასხარავა თავი,- ასე აფასებს კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე სოციოლოგიური ორგანიზაცია “გორბის“ ახალ კვლევებს, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, “ოცნება“ კვლავ ლიდერობს.
ოპოზიციონერი ლიდერი ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნების“ და ივანიშვილის დამარცხება, ნებსიმიერ არჩევნებში გარდაუვალია და ამის მაგალითად მათ მიერ ჩატარებული სიოციოლოგიური კვლევა მოაქვს.
“ქართულმა ოცნებამ“ და რუსულმა რეჟიმმა გუშინ კიდევ ერთხელ გაიმასხარავა თავი. ივანიშვილს, 13 წლის განმავლობაში, აქვს ერთი გამყალბებელი სოციოლოგიური ორგანიზაცია “გორბი“, რომელიც აქვეყნებს ტყუილს, სიყალბეს იმისთვის, რომ დათესოს დაპირისპირებები, მათ შორის ოპოზიციურ ველზე. მანიპულაცია მოახდინოს მოქალაქეების განწყობებზე, მხოლოდ ეს არის რუსული რეჟიმის და გამყალბებელი ორგანიზაცია „გორბის“ მიზანი.
გუშინ, ივანიშვილმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ყალბი რიცხვები, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მაშინ როცა, კალენდარულად და კონსტიტუციურად მოდის თვითმმართველობის არჩევნები. ივანიშვილი და რუსული რეჟიმი ემალება თვითმმართველობის არჩევნებზე მსჯელობას. ჩვენ არაერთხელ, სანდო ორგანიზაციების გავლით, ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევები, და ვნახეთ, რომ რუსული რეჟიმი მარცხდება საპარლამენტო არჩევენბზეც და თვითმმართველობის არჩევნებზეც. ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილს არ აქვს გამარჯვების შანსი დედაქალაქში და ეს ნაჩვენებია სულ ახლახან ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით, ბოიკოტის პირობებშიც კი, ივანიშვილი თბილისში მარცხდება. სტატისტიკა, რომელიც ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილი არის დამარცხების წინაშე მდგომი, პოლიტიკურად გაბანკროტებული პარტია, რომლის ერთადერთი შანსია, გამოაქვენოს სიყალბე, მანიპულაცია მოახდინოს მოქალაქეების განწყობებზე და ამით შექმნას ხელოვნური დაპირისპირებები ოპოზიციურ ველზე. მოვუწოდებთ ოპოზიციურ, პროდასავლურ საზოგადოებას, სწორად გავიაზროთ ივანიშვილის რუსული სტრატეგია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ვუპასუხოთ იქ, მტკივნეულად, სადაც ყველაე მეტად ეშინია მას. ეს არის ბრძოლა ყველა ველზე, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებზე. დარწმუნებით ვიცით, რომ ახალი საპარლამენტი არჩვენების ჩანიშვნა გარადაუვალია, ამაზე მიუთითებს ყველა ის პროპაგანდისტული სტრატეგია, რომლითაც ივანიშვილი ხელმძღვანელობს. ჩვენ გვაქვს საკუთარი გუნდის და მათ შორის ჩვენი ოპოზიციური საზოგადოების იმედი. ჩვენ შევძლებთ ივანიშვილის დამარცხებას მისივე მოედანზე", - განაცხადა კუპრაძემ.