ამერიკა-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატამ აზერბაიჯანში აშშ-ის ახლადდანიშნული ელჩის_მეთიუ ბრაიზას საპატივსაცემოდ ქალაქ ჯორჯთაუნში მიღება გამართა.
ამის შესახებ ამერიკის სავაჭრო პალატის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
ოფიციალურ მიღებაზე მყოფმა მეთიუ ბრაიზამ აზერბაიჯანში ჩასვლის სურვილი არ დაფარა.
"ელჩის რანგში ჩემი მთავარი პრიორიტეტი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი მოწესრიგება იქნება. ასევე, ყველაფერს გავაკეთებ ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებისთვის. აზერბაიჯანი ნავთობისა და გაზის სექტორის გარეშეც შესაძლებლობის ფართო სპექტრს ფლობს",_განაცხადა ბრაიზამ.