"ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ეხმიანება მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას შეწყალების თაობაზე, პოლიტიკური ლიდერების მიმართ.
"რამდენიმე წუთის წინ ყაველაშვილმა ისევ შეწყალება შემოგვთავაზა, "რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან, თუ მივმართავთ განცხადებით და თუ მაღიარებთო.
ჩვენც ვპასუხობთ: გამეორება ცოდნის დედაა", - წერს ირაკლი კუპრაძე და აზიარებს მის მიერ გაკეთებულ 4 ივნისის განცხადებას, რომელითაც ყაველაშვილის პირველ შეთავაზებას უპასუხა, რომ "არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება, ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით".