გოჭებო, 90-იან წლებში 6 სკოლა და 6 უბანი მაქვს გამოცვლილი და იმდენი ბულინგი მაქვს ნანახი, ხუთოსანი გოგო რომ არ ვყოფილიყავი, ქურდი გავხდებოდი, სერიოზულად კი: ხუთშაბათს პარტია გაგაცნობთ არჩევნების ამბავს - ანა დოლიძე
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით, პარტია განცხადებას 24 ივლისს გაავრცელებს.
„გოჭებო, 17 წლის ასაკში, 90-იან წლებში 6 სკოლა და 6 უბანი მაქვს გამოცვლილი, მათ შორის ერთი ამერიკის და იმდენი ბულინგი მაქვს ნანახი, რომ ხუთოსანი გოგო რომ არ ვყოფილიყავი, უეჭველი ქურდი გავხდებოდი.
ასე რომ გამოუშვით, რაც გაქვთ, გესლი, ვიმატაოთ ცოტა.
სერიოზულად კი: ხუთშაბათს პარტია გაგაცნობთ არჩევნების ამბავს“, - წერს ანა დოლიძე.