2-3 თებერვალს ბათუმში თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით "საქართველოს თავდაცვის კონფერენცია" გაიხსნა.
მონაწილეები ორი დღის განმავლობაში გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ. კონფერენციაზე ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციას და ავღანეთში მიმდინარე ნატოს ოპერაციას განიხილავენ. კონფერენციის მონაწილეები საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების, რეზერვის სისტემის და თავდაცვის სფეროს გამჭვირვალობის შესახებაც ისაუბრებენ.
კონფერენციას ნატოს შტაბბინის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან. კონფერენციას დაესწრება საქართველოში მყოფი ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო შტაბის გენერალური დირექტორი იურგენ ბორნემანი.