20 ივნისთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არის სერიოზული კითხვები, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს დაავალა ამ საკითხის დამატებით გამოძიება.
“ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი. ვნახოთ, რას დაადგენს გამოძიება. გიორგი გახარია გაპარულია ევროპაში. რაც შეეხება ბრიუსელში, ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ყოფნას, ერთადერთი მიზანი აქვთ ამ ადამიანებს, ეს არის, რომ რამენაირად საბოტაჟი განახორციელონ. ისინი ახორციელებენ კამპანიებს იმისათვის, რომ ქვეყანა შეფერხდეს ყველა მიმართულებით, თუმცა ვხედავთ, რომ მათი ეს მცდელობები არის წარუმატებელი. გაპარულია ეს კაცი ქვეყნიდან. რამდენად შეიძლება ამაზე სერიოზულად ვისაუბროთ არ ვიცი. გაპარული კაცი იქიდან გველაპარაკება რაღაც მესიჯებით. არასერიოზულია ეს ყველაფერი. რა უნდა გააკეთოს გახარიამ ბრიუსელში გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ საბოტაჟით იქნება დაკავებული. აბსოლუტურად არასერიოზულია, შეუძლია ამსტერდამში გადავიდეს ბრიუსელიდან”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.