საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ სადებიუტო შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ ჩემი დებიუტით „ლივერპულში“. ამაყი ვარ, რომ გავხდი პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ლეგენდარულ კლუბში ითამაშა.
ვიცი, რამდენს ნიშნავს ეს ჩემი ოჯახისა და მთელი საქართველოსთვის. მადლობა მხარდაჭერისთვის, ეს მხოლოდ დასაწყისია“, – დაწერა მამარდაშვილმა.
„ლივერპულმა“ ამხანაგურ მატჩში „პრესტონი“ სტუმრად 3:1 დაამარცხა. ქართველმა მეკარემ მოედანზე პირველი 45 წუთი გაატარა. მამარდაშვილი ინგლისურმა გრანდმა გასულ წელს „ვალენსიიდან“ 35 მილიონ ევროდ შეიძინა და ერთი სეზონით ესპანურ გუნდში იჯარის წესით დატოვა.