საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ევროკავშირი, საფრანგეთის ინიციატივით და ამერიკელ სენატორებთან კოორდინაციით, ამზადებს რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ პაკეტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან.
მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადების შემდეგ, რომელსაც უკრაინამ მხარი დაუჭირა, უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების რაოდენობა ხუთჯერ გაიზარდა.
ამის მისაღწევად, აშშ-ის სენატორებთან კოორდინაციით, ევროპა ემზადება, ფრანგული წინადადებების საფუძველზე, შემოიღოს ყველაზე მკაცრი სანქციები, რაც კი ბოლო სამი წლის განმავლობაში დაგვიწესებია. ისინი პირდაპირ გამოფიტავენ რესურსებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინს ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს,“ - განაცხადა ბარომ.
ბაროს თქმით, ახალი პაკეტი ფოკუსირებულია არა მხოლოდ ენერგეტიკის სექტორზე, კერძოდ, ნავთობის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე, არამედ თავად რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ ფინანსურ მოთამაშეებზეც.
საუბარია იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც კრემლს ეხმარებიან დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში.
ბაროს თქმით, სწორედ ამიტომ, პუტინი ინარჩუნებს ომის წარმოების შესაძლებლობას მზარდი საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად.