ჩვენი პარტიის ორი ლიდერი იმყოფება საპატიმროში. ამის მიუხედავად, არცერთი ნაბიჯით უკან! ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კოალიცია ძლიერი საქართველო 29 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდება, "იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, პარტნიორებს, თანამოქალაქეებს, რომლებიც დუმან, დავანახოთ, რომ ბრძოლა არ გაჩერდება".
"ჩვენ, კოალიცია ძლიერი საქართველო ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას მთავარი მოთხოვნებით - ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების თავისუფლება. გამოვიყენებთ ყველა გზას და შესაძლებლობას, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზნებს. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ჩვენი პარტიის ორი ლიდერი იმყოფება საპატიმროში, ასევე ჩვენი წევრი ვეფხია კასრაძე, მეორე წევრი - ვასილ კაძელაშვილი არიან პოლიტიკური პატიმრები გლდანის და რუსთავის ციხეში და მიუხედავად ამისა, არცერთი ნაბიჯით უკან, ვაგრძელებთ ბრძოლას, წინააღმდეგობას.
ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო მუხტს და ბრძოლას პოლიტპატიმრებისთვის. ხვალ, 29 ივნისს შედგება საპროტესტო მარში ჩვენი და ყველა პოლიტპატიმრის სახელისთვის. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, პარტნიორებს, თანამოქალაქეებს, რომლებიც დუმან, დავანახოთ, რომ ბრძოლა არ გაჩერდება. ვიკრიბებით მარჯანიშვილის მოედანზე, 19:00 საათზე და მარშით მივემართებით რუსთაველის მოედანზე". - პარტი ლელო ძლიერი საქართველოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.
"საქართველო დადექი" - 29 ივნისს, თბილისში საპროტესტო აქცია დაიგეგმა, რომლიც 20:00 საათზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ გაიმართება.