ჩინეთთან ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ჩვენი ამოცანაა პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაქსიმალურად გაღრმავება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა ჩინეთთან პარტნიორობის შეთანხმება კონკრეტულ შედეგებში აისახოს.
„ჩინეთთან ურთიერთობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის. ჩვენი ამოცანაა ჩინეთთან პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მაქსიმალურად გაღრმავება. შარშანწინ მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეთანხმება კონკრეტულ შედეგებში აისახოს მომავალშიც, ამაზე აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.