ირანის წინააღმდეგ ისრაელის ოპერაცია „აღმავალი ლომი“ ვერ შეედრება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას, რადგან კიევი რუსეთის ფედერაციის არსებობას საფრთხეს არ უქმნიდა.
ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კაბცლერმა ანგელა მერკელმა გამოცემა Neue Osnabrücker Zeitung-თნ ინტერვიუში განაცხადა.
„მე სრულებით არ ვეთანხმები, რომ ისრაელი არ იცავს საერთაშორისო სამართალს. როდესაც ქვეყნის არსებობას ირანი ან ჰამასი ეჭვქვეშ აყენებს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად რეაგირება არც ისე ადვილია. თუ ვინმეს უფლება აქვს თქვას, რომ მას ისრაელის სახელმწიფოს განადგურება სურს, მაშინ მას თავის დაცვა უნდა შეეძლოს“, - განაცხადა მერკელმა.
„და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. უკრაინას არასდროს შეუქმნია საფრთხე რუსეთისთვის და მიუხედავად ამისა, მას თავს დაესხნენ“, - თქვა ყოფილმა კანცლერმა.
მისი თქმით, 1990-იანი წლების დასაწყისში „ცივი ომის დასრულების შემდეგ გერმანიასა და მთელ მსოფლიოში ოპტიმიზმის პერიოდი იყო“ და „დიდი იმედი იყო, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა“.
„ხალხს ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, რომ აქ თავისუფლებამ გაიმარჯვა და ახლა მხოლოდ დროის საკითხი იყო, ვიდრე იგივე მთელ მსოფლიოში მოხდებოდა“, - თქვა მერკელმა.
მისი თქმით, ამ გზაზე იმედგაცრუებები იყო ყოფილ იუგოსლავიაში მიმდინარე ომები, 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისი, პანდემია და ასევე ის ფაქტი, რომ „რუსეთთან ურთიერთობები ისე არ განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო“.