დღეს, 27 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ბელორუსს ეწვევა.
ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი მინსკში ვიზტის ფარგლებში ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის მთავრობათაშორის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
23 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ბელორუს ჟურნალისტებთან ორი ქვეყნის ურთიერთოებებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში განაცხადა, რომ რუსეთს ოფიციალური მინსკისთვის არასოდეს უთხოვია და არც სთხოვს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.
მთლიანობაში მედვედევის ინტერვიუმ ბელორუსის ლიდერში ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია.