ინგუშეთში ნაზრანის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის უფროსი ალეხან საროევი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინგუშეთის შს სამინისტროზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლის ალეხან საროევის ავტომობილი უცნობმა პირებმა ნაზრანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაცხრილეს.
"ჩინოვნიკი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა", _ იუწყება ინგუშეთის შს სამინისტრო.
თავდამსხმელები მიიმალნენ და ამჟამად მათი ძებნა მიმდინარეობს.