დააკვირდით ბრიტანეთის ელჩის განცხადებას. ის აფინანსებდა ჩერგოლეიშვილს, აფინანსებდნენ „საიას“, გია ჯაფარიძეს და ამ ხალხს უნდა დაედო დასკვნა - სტანდარტის შესაბამისად ჩატარდა თუ არა ადგილობრივი არჩევნები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
„მე კითხვა მინდა დავუსვა ამ ელჩს: რატომ ფიქრობს, რომ ეს ქართველი ხალხი შტერები ვართ და ვერ ვხვდებით რა არის მათი მიზანი. კარგად ვნახეთ რას ემსახურებოდა [ბრიტანეთის ელჩი] ასევე, ევროკავშირის ელჩი და გერმანიის ელჩის, რომელიც პირდაპირ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში“, - აღნიშნა ზარქუამ
ის ასევე გამოეხმაურა გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებით დასავლეთის კრიტიკას.
„ბუნებრივია კრიტიკა არ შეწყდება, იმიტომ რომ სწორედ ეს ორგანიზაციები და ეს ადამიანები იყვნენ, ვინც ამ რადიკალებს ახალისებდნენ ძალადობისკენ. ჩვენ ვნახეთ როგორ აფინანსებდნენ მათ შორის USAID-ის ცალკეული პროგრამები. მადლობა კიდევ ერთხელ ტრამპის ადმინისტრაციას, რომ კიდევ უფრო მეტად გააშიშვლა რასაც ჩვენ ვამბობდით. ახლა ეს ასე ვთქვათ მე მედროშეობა ამ რადიკალების დაფინანსების, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა მათ შორის ევროკავშირის ფონდებიდან. მადლობა ღმერთს, ჩვენ მივიღეთ დროულად გრანტების შესახებ კანონი, რომელიც კიდევ უფრო მეტად ღიას და გამჭვირვალეს გახდის. ამას ვერ პატიობენ ქართულ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას და საშუალებას, რომ აქ მაიდანი მოგვიწყონ, აქ ჩვენი ახალგაზრდები თავდაყირა დააყენონ და ცეცხლის ალში გახვიონ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი რელიგია, ჩვენი ეროვნული ღირებულებები შელახონ და თავიანთი მარიონეტები დასვან ხელისუფლებაში“, - აცხადებს ზარქუა.