სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტის მხარდაჭერისთვის პირობები წამოაყენა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს, „თუ ევროკომისია არ შესთავაზებს რეალურ გამოსავალს იმ კრიზისული სიტუაციიდან, რომელშიც სლოვაკეთი აღმოჩნდება რუსეთიდან გაზის, ნავთობისა და ბირთვული საწვავის მიწოდების სრული შეწყვეტის შემდეგ“.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფიცო იმუქრება, რომ დაბლოკავს ნებისმიერ სანქციას, რომელსაც ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დააწესებს, თუ ეს მისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზარალებს.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ სანქციების მე-18 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთის ენერგოსექტორისა და ბანკების წინააღმდეგ იქნება მიმართული.