რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის ლიდერ დონალდ ტრამპთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვი კიევის მიერ რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმას უპასუხებს. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა დაუდასტურა.
„დიახ, ნამდვილად ასეა“, - უპასუხა მან შეჰკითხვას, რეალურად გაკეთდა თუ არა ასეთი განცხადება.
შესაბამისი კომენტარი აშშ-ის ლიდერის განცხადებებზე საუბრის შესახებ გააკეთა.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის აეროდრომებზე განხორციელებულ დარტყმებზე პასუხი იქნება ისეთი, როგორსაც სამხედროები გადაწყვეტენ.
„ისეთი და მაშინ, როგორც და როცა ჩვენი სამხედროები მიზანშეწონილად მიიჩნევენ“ , – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
თავად ტრამპის თქმით, „პუტინმა ძალიან მტკიცედ განაცხადა, რომ მას მოუწევს აეროდრომებზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმაზე რეაგირება“.