შაბათ საღამოს, კანში, საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, კანის 78-ე კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს, ოქროს პალმის რტოს მფლობელი ირანელი რეჟისორის, ჯაფარ ფანაჰის ფილმი It Was Just an Accident გახდა.
ფესტივალის რიგით მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, კინოფესტივალის გრან-პრი დანიელი რეჟისორის ხოაკიმ ტრიერის ფილმმა, Sentimental Value მიიღო.
საუკეთესო რეჟისორის ჯილდოს მფლობელი ბრაზილიელი რეჟისორი კლებერ მენდონჩა ფილიო გახდა ფილმისთვის The Secret Agent.
ჟიურის პრიზი გადაეცა ფრანგი რეჟისორის ოლივიე ლაშეს ფილმს Sirat და გერმანელი რეჟისორის მაშა შილინკის ფილმს Sound of Falling.
ჯიურის სპეციალური პრიცი ერგო ჩინელ რეჟისორ ბი განის ფილმს Resurrection.
პრიზი საუკეთესო სცენარისთვის გადაეცათ ძმებ დარდენებს ფრანგულ-ბელგიური ფილმისთვის The Young Mother’s Home.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ბრაზილიელი ვაგნერ მოურა გახდა ფილმ The Secret Agent-ში შესრულებული მთავარი როლისთვის.
საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მსახიობ ნადია მელიტს გადაეცა ფილმისთვის The Little Sister.
წელს ფესტივალის მთავარ კონკურსში 22 ფილმი მონაწილეობდა.
ფესტივალის საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცათ მსახიობებს რობერტ დე ნიროსა და დენზელ ვაშინგტონს.