ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებას ეხმიანება.
"ქართული ოცნების" რეჟიმის სისასტიკე აგრძელებს ესკალაციას. წითელი ხაზები დიდი ხნის წინ გადაილახა, მაგრამ დღეს უკვე ძალიან შორს წავიდა.
ზურაბ ჯაფარიძე, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დააპატიმრეს.
ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ სანქციები ახლავე უნდა დააწესონ", - წერს ვეროპარლამენტარი.