კრემლი ჯერ არ ასახელბს პირებს, თუ ვინ იქნება რუსეთის დელეგაციაში სტამბოლში უკრაინასთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე.
თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია 14 მაისს სტამბოლში აუცილებლად იქნება და უკრაინის წარმომადგენლებს დაელოდება.
„არა, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ამას მაშინ გავაკეთებთ, როდესაც პრეზიდენტისგან შესაბამის განკარგულებას მივიღებთ. ასეთი მითითებები ჯერ არ ყოფილა“, - უპასუხა პესკოვმა შეკითხვაზე, რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის შესახებ.
პესკოვმა აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 11 მაისს, განცხადებაში თქვა, აქტუალური რჩება.
„რუსეთის დელეგაცია უკრაინის დელეგაციას სტამბოლში 15 მაისს, ხუთშაბათს, ანუ ხვალ დაელოდება“, - თქვა პესკოვმა.