პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი თეონა აქუბარდია ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის წერილს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისადმი.
აქუბარდიას თქმით, წერილი აჩვენებს ირაკლი კობახიძის შიშს სანქციების მიმართ.
„ეს წერილი ორ რამეს აჩვენებს:
1. კობახიძე სანქციების გარდაუვლობას ხედავს აშშ-სგან მეგობარი აქტის მიხედვით და ომს უცხადებს მსოფლიოში ყველაზე დიდ და გავლენიან სახელმწიფოს, რაც პანიკის მაჩვენებელია.
2. ღიად იკავებს კრემლის მხარეს, მათ შორის იმის თქმით, რომ 2008 წელს აგვისტოში ომი არა რუსეთმა, არამედ დიფ სთეითმა დაიწყო ( დასავლეთმა). ხოლო ის დიდიძალი ფინანსური დახმარება, რაც ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენისთვის გამოყო ამერიკამ სათვალავში არ თვლის, არც იმ ფულს აფასებს წლების მანძილზე ამერიკამ ქართველ ხალხს რომ გამოუყო დემოკრატიისათვის და მას კვლავ შეთქმულების თეორიებით გადატრიალების მოწყობის მიზნით ამერიკისგან საქართველოში დაფინანსების ბიძინასეულ ბოდვის თანახმად ნათლავს.
ვალს ადებს ამერიკას ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის ერაყსა და ავღანეთში, რითაც ჩვენმა ჯარმა და ევროატლანტიკურმა კურსმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო ნატოს ქვეყნებისგან და ამერიკის პრეზიდენტ ტრამპს უსამართლოს და ფაქტობრივად დიფსთეითისგან მართულს უწოდებს.
ჰოდა ამერიკასთან ომში შესულ კობახიძეს მხოლოდ კრემლის იმედი აქვს ამ ომში საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ და ის აუცილებლად დამარცხდება ამ ომში!“ - წერს თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში.