დაღესტანში ბაბაიურტოვსკის რაიონის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსი აბდულხაკიმ კერიმოვი მოკლეს. მკვლელობა უცნობმა პირებმა იმ დროს განახორციელეს, როდესაც კერინოვი ოპერატიულ ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"დასახლებულ პუნქტში, რომლის სახელწოდებაა ლუქსემბურგი, ერთ-ერთი კერძო სახლიდან უცნობმა პირმა ბაბაიურტოვსკის რაიონის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსის აბდულხაკიმ კერიმოვის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. კერიმოვი მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა", _ იუწყება რუსული მედია.