უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გააკრიტიკა უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ბლოკირების გამო. ამის შესახებ პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა.
"უკრაინის პრეზიდენტი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ყველა უნგრელს აქვს უფლება ჩაერიოს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების საკითხში!
ვინაიდან სიტუაცია ასეთია: უკრაინას სურს შეუერთდეს გაერთიანებას, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ და არა ისინი... ამიტომ შესაბამისო ტონი უნდა შეარჩიოს კიევმა",- წერს პიტერ სიიარტო.