„ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ „ქართულ ოცნებას“ დატოვებასა და პოლიტიკიდან წასვლას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და იმ კრიზისს, რომელშიც იმყოფება „ქართული ოცნება“.
„ძლიერი პოლიტიკური პარტიიდან არ მიდის პარტიის თავმჯდომარე. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა სანქციებს და იმ კრიზისს, რომელშიც იმყოფება „ქართული ოცნება“. ივანიშვილის გუნდი დღეს არის ჩაძირული გემი, რომლიდანაც გარბიან ადამიანები სანქციების შიშით. მათ არ უნდათ აიღონ პასუხისმგებლობა იმ რუსულ საქმეზე, რომელსაც აწარმოებს ბიძინა ივანიშვილი. ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ არის რღვევის პირას და ამ ყველაფერს ფუთავს საკადრო გადაადგილებებით, საკადრო ცვლილებებით, განახლების ყალბი პროცესით. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ პირიქით, ძალაუფლება უფრო კონსოლიდირებული ხდება ივანიშვილის და მისი დავალებების შემსრულებელ ირაკლი კობახიძის დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს შორის“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.