უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტების წინააღმდეგ თავდასხმაზე გამოცხადებული მორატორიუმის ვადა ამოიწურა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"თვე მართლაც ამოიწურა. ამ დროისთვის სხვა მითითებები არ ყოფილა უმაღლესი მთავარსარდლის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისგან", - განაცხადა კრემლის სპიკერმა.
მისი თქმით, მოსკოვი ემორჩილებოდა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის აკრძალვას, რისი თქმაც მისი აზრით, კიევზე არ შეიძლება.
პესკოვმა დასძინა, რომ უკრაინაზე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია, ეს დაკავშირებულია დროებით მორატორიუმთან, მაგრამ წინ ჯერ კიდევ ბევრი დისკუსიაა.