მადლობა ღმერთს, რომ აშშ-ს არ ვახსენდებით ისე, როგორც ვახსენდებოდით, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა "რადიო სივრცის" ეთერში განაცხადა.
"აშშ-ში ელჩის კანდიდატურა 2 კვირის წინ არის გაგზავნილი და ველოდებით იქიდან შესაბამის პასუხს როდის გავახსენდებით. თუ გავახსენდებით კარგი კუთხით კარგია, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ არ ვახსენდებით ისე, როგორც ვახსენდებოდით, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტში ყოველდღიურ ბრიფინგზე 3 განცხადება ეძღვნებოდა საქართველოს", - აცხადებს სოზარ სუბარი.