ვთქვით, რომ რეჟიმი გასამართლდება და ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ, მაგრამ რეჟიმის სისასტიკის შესახებ კომისიისთვის მომართვები მასობრივია, ვის ოჯახის წევრი მოუკლეს, ვის ბიზნესი წაართვეს, ვის აშანტაჟებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელი გახდა, რომ კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდეს.
„პროცედურებია და საკითხის განხილვა ვერ ესწრება. იმისათვის, რომ არასწორი მოლოდინები არ შევქმნათ, განცხადება გავაკეთეთ. რეჟიმი გასამართლდება და ეს პირობა ბოლომდე მივა, მაგრამ მანამდე ამ რეჟიმს ადგილობრივ თვითმმართველობაში კიდევ ერთხელ ქართველი ამომრჩეველი გაასამართლებს, შემდეგ უკვე საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ზარქუამ.