ხვალ, 27 იანვარს, 11:00 საათზე, თავისუფალი დემოკრატები წარმოადგენენ პროექტს "დაცული მოქალაქე - დაცული პოლიციელი".
როგორც "თავისუფალი დემოკრატები" განმარტავენ, აღნიშნული პროექტი ემსახურება პოლიციის დეპოლიტიზაციას და გულისხმობს პოლიციის შესახებ ახალი კანონის მიღებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ რეორგანიზაციას.