საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორებისთვის სემინარი გაიმართა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტისა და ნორლაგის ექსპერტებმა ქართველ სამართალდამცველებს აღკვეთის ღონისძიების დასაბუთების საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს.
სწავლება იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ არის ორგანიზებული. აშშ-ის საელჩოს მრჩეველი იურიდიულ საკითხებში დევიდ დევილერსი და NOღLAG-ის ექსპერტი ბიორნ ფეილინგი პროკურორებს ისეთ საკითხებზე ესაუბრნენ, როგორიცაა აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნები და აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა აშშ-ში.
სემინარის დროს განხილული იყო კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეც. ტრენინგის ბოლოს კი, აღკვეთის ღონისძიების დასაბუთების შესახებ ექსპერტებმა ქართველ სამართალდამცავებს კონკრეტული რეკომენდაციები მისცეს.
უცხოელ ექსპერტთა სემინარები იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაგრძელდება და მასში 200 პროკურორი მიიღებს მონაწილეობას.