რუსეთი არასდროს ყოფილა სხვა ქვეყნებთან, მათ შორის მეზობლებთან ურთიერთობების გაფუჭების ინიციატორი. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რუსეთი არასდროს ყოფილა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭების ინიციატორი, მათ შორის და პირველ რიგში მეზობლებთან“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.