პროკურატურაში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" კიდევ ორი წევრი დაიბარეს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კუპრაძემ ისაუბრა.
"ივანიშვილის რუსული რეჟიმი აგრძელებს ბრძოლას მისი მთავარი ოპონენტის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ და დღეს უკვე ჩვენი ლიდერების შემდეგ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, საქართველოს პროკურატურა, რომელიც ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ ერთი კაცის, ივანიშვილის ინტერესებს, იბარებს პროკურატურაში გამოკითხვაზე უკვე ჩვენი ოფისის თანამშრომლებს და წევრებს.
ეკა გიგაური, რომელიც წარმოადგენს ჩვენი პარტიის ოფის-მენეჯერს და პარტიის იურისტი თორნიკე ართქმელაძე დაბარებულები არიან საქართველოს პროკურატურაში გამოკითხვაზე. პროკურატურაში, რომელიც პოლიტიკური მიზანშეწონილობით საზღვრავს ყველა საკუთარ ქმედებას დაგადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენ ღიად ვაცხადებთ საზოგადოების წინაშე: ჩვენ გვაქვს ანგარიშვალდებულება საქართველოს მოქალაქეების, ეროვნული ინტერესების და ორი მთავარი მოთხოვნის წინაშე: ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების თავისუფლება.
ჩვენ მოგაწვდით ყველა ტიპის ინფორმაციას თქვენ, მოქალაქეებო და აუცილებლად ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, ყველა იმ ტიპის ზეწოლაზე, რაც ხორციელდება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ. ვაგრძელებთ ბრძოლას. პირდაპირ ვამბობთ, რომ პროკურატურაში მისვლას არ ვაპირებთ, თუმცა მზად ვართ, გამოვცხადდეთ ნებისმიერ დროს სასამართლო დარბაზში მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე.
ეს ბრძოლა არის საქართველოს მოქალაქეების და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ბრძოლა, სადაც როგორც მთავარ ოპონენტს, დევნის ივანიშვილი და ივანიშვილის რეჟიმი", - თქვა კუპრაძემ.