დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები ერთსულოვნად მოუწოდებენ რუსეთს დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას საბრძოლო მოქმედებების "ყოველგვარი პირობის გარეშე".
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, არსებობს ერთიანი მიდგომა გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად – „ცეცხლის შეწყვეტა ყოველგვარი პირობების გარეშე“.
„უკრაინამ თავისი პოზიცია დააფიქსირა. ახლა რუსეთმა უნდა მიიღოს ეს [გადაწყვეტილება].„ვფიქრობ, რომ ყალიბდება კოალიცია, რომელიც მზად არის მიაწოდოს უკრაინას უსაფრთხოების არქიტექტურა და მოწყობა, რაც მას სჭირდება, და ასევე ჩაერთოს მომავალში ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ მონიტორინგში“, - თქვა ლემიმ.
მან დასძინა, რომ „ყველა ამ საკითხზე ჩვენ ვიპოვეთ საერთო ენა და G7-ის ოჯახი გაერთიანდა“.
როგორც ცნობილია, ხუთშაბათს, 13 მარტს, ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას გამოეხმაურა.
„ჩვენც მომხრე ვართ [ცეცხლის შეწყვეტის], მაგრამ არის ნიუანსები. რას ვუპირებთ იმ ტერიტორიას, სადაც [უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა] კურსკის რეგიონში შეაღწიეს? რა დაემართება იმ [უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს], რომლებიც დარჩებიან კურსკის რეგიონში? უბრალოდ უნდა გავუშვათ ისინი?“, - განაცხადა პუტინმა.