ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის იდეას ევროკავშირის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების, ევროპის გადაიარაღების შესახებ.
ევროკავშირის ლიდერებმა დაამტკიცეს ახალი მექანიზმი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს სამხედრო შესაძლებლობებზე დასახარჯად 150 მილიარდი ევროს ოდენობის სესხებს მიაწვდის.
„წინა დასკვნების საფუძველზე და ხელშეკრულებებით მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილებების შესაბამისად, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტის ბოლო წერილის გათვალისწინებით, ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროპის უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე დანახარჯების არსებითად გაზრდის აუცილებლობას“, - ნათქვამია დოკუმენტში.