მთელი წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ იქ ზელენსკი და აქ სააკაშვილი თავიანთი ქვეყნების ინტერესებს არ ატარებენ, რადგან შესაძლებელი იყო, რომ ომი თავიდან აეცილებინათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„როგორც 2008 წელს ომი თავს მოგვახვიეს და, გაფრთხილების მიუხედავად, აქაურმა დიქტატორმა ომი თავიდან ვერ აიცილა, ზუსტად იგივე პრეტენზიები აქვთ ობიექტურ პოლიტიკოსს თუ უკრაინელს ზელენსკის მიმართ. ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ დახმარებებიდან ნახევარზე მეტი ადრესატამდე არ მიდიოდა. კორუფცია, ნეპოტიზმი, დიქტატურა, ჩაგვრა, ტელევიზიების დახურვა – ასე ხასიათდება უკრაინა თუ მისი ხელისუფლება. ბუნებრივია, ამას ტრამპი არ გაუტარებდა. ვწუხვარ, რომ ზელენსკიმ თავი ასეთ მდგომარეობაში ჩაიგდო, მაგრამ მათ დაიმსახურეს. მგონია, რომ უკრაინელმა ხალხმა ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს, ვინც საკუთარი ქვეყნის ინტერესების დამცველი იქნება და არა გარე პოლიტიკიდან თავს მოხვეული მართული ქვეყანა, რასაც ახლა უკრაინა განიცდის და გადის. უკრაინას მხარს ვუჭერ, მაგრამ მგონია, რომ მისი ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს არ წარმოადგენს და ტრამპმაც ეს მიანიშნა, დახმარებები შეწყვიტა. ადამიანები იხოცებიან, და რის გამო? ბევრი კითხვაა, რის გამოც ტრამპმა დახმარებები შეუწყვიტა. რაც შეეხება საქართველოს ნაწილს, მოიაზრებოდა, რომ ომში საქართველო ჩართულიყო და მეორე ფრონტი გახსნილიყო. ჩვენი ბულინგი, შანტაჟი და მუქარა გახსოვთ. ჩვენ ქვეყნის მშვიდობა დავიცავით, ამით სიცოცხლე გადავარჩინეთ და ოკუპირებულ ტერიტორიებს ახალი ტერიტორიები არ დავამატეთ. უსამშობლოებს ეს არაფრად აინტერესებით. USAID-ის შავი ყუთი გაიხსნა და ვნახეთ, რა სიგიჟეებს აფინანსებდნენ, მათ შორის იყვნენ ვაიპოლიტიკოსები, ჟურნალისტები, „ენჯეოები“. ეს ყველაფერი ხდებოდა საქართველოს წინააღმდეგ, რათა როგორმე ომში ჩავერთეთ. ეს არ გამოუვიდათ და ჩაფლავდნენ“, – განაცხადა ზარქუამ.