თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან უკრაინაში ჯარების შესაძლო განლაგების საკითხი განიხილა. ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს თანამოსაუბრეები აცხადებენ, რომ თურქეთი არ მიიღებს მონაწილეობას არცერთ „სამშვიდობო მისიაში“, თუ არ იქნება ჩართული ყველა კონსულტაციაში და მისი ფორმირებისთვის მზადებაში.
Bloomberg-ის წყაროს თქმით, რუსეთმა, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინაში ნატო-ს ჯარების განლაგებას, თურქეთს ამ იდეასთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხი არ გასცა.
წყაროსვე თქმით, ეს საკითხი ანკარასა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში პრიორიტეტად არ განიხილება.