„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს გაიდლაინის შესაბამისად უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
მისი თქმით, მზია ამაღლობელი სტაციონარიდან გაწერას ითხოვს.
„პაციენტს უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი არსებული გაიდლაინის შესაბამისად. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კურსის მიმდინარეობა გართულების გარეშე მიმდინარეობდა. თავად პაციენტი გაწერას ითხოვს დღეს სტაციონარიდან. ჩვენ ავუხსენით მოსალოდნელი გართულებების შესახებ, თუმცა რჩება თავის პოზიციაზე და ითხოვს გაწერას. ჩვენ გავცემთ შესაბამის რეკომენდაციებს, რაც გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც დამაკმაყოფილებელია“, – პირველის არხის ცნობით, განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.