ევროკავშირი განიხილავს დამატებით გზებს, რათა გამოიყენოს გაყინული რუსული აქტივები მის ტერიტორიაზე, კონკრეტულად, მათი კონფისკაცია უკრაინის ზარალის ანაზღაურების მიზნით. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
სააგენტოს წყაროების ცნობით, ევროკავშირის ოფიციალური პირები საერთაშორისო კომპენსაციის კომისიის ფარგლებში რუსული აქტივების გამოყენების სხვადასხვა გზებს განიხილავენ.
ეს არის მექანიზმი, რომელიც უნდა შეიქმნას ევროპის საბჭოს ეგიდით, რათა უკრაინელებს აუნაზღაურონ რუსული აგრესიით მიყენებული ზარალი; უკრაინაში მის გამოყენებას 2025 წლისთვის პროგნოზირებენ .
Bloomberg-ის წყაროები ამბობენ, რომ ევროკავშირი განიხილავს რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციის თეორიულ ვარიანტს, თუ ის უარს იტყვის ზიანის ანაზღაურებაზე.