რადიკალებს ერთადერთი საერთო აქვთ, როგორმე ეს ქვეყანა გააშავონ, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშალონ და ხელისუფლებაში აგენტურა მოვიდეს, მათი საერთო მხოლოდ ეს არის, დანარჩენი განსხვავებული მრწამსია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, ოპოზიციის ნაწილი წინასაარჩევნოდ გაერთიანდა გარკვეული ადამიანების დაკვეთით.
„პატრონებმა დაუკვეთეს და ეს ადამიანები წინასაარჩევნოდ გააერთიანეს, ისინიც კი, რომლებიც ერთმანეთს დედას აგინებდნენ. ესენი არიან უთავმოყვარეო და უპრინციპო ხალხი. ეს ხალხი გააერთიანეს, ერთმანეთს ჩაახუტეს და მანდატებიც შეუწყდათ. USAID-ის სახით დაფინანსებაც გაუუქმდათ და ახლა ერთმანეთს კბენა დაიწყეს. მოიგონეს, მოდით, მადამ მავნებელი ლიდერად ავირჩიოთო. პრეზიდენტი რომ იყო, არაფერი გაუკეთებია და „სოროსის ფონდში“ გამოკეტილი მავნებელი რა ლიდერი უნდა იყოს? სადაც გათხარა, იქ გათხარა, მორჩა. მადამ ფრანციჟიკა მალე გაფრინდება და აქ ეს ხელმოცარულები დარჩებიან. ვინც დარჩება პოლიტიკაში, საბოტაჟს თავი დაანებოს და თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა ზარქუამ.