მზია ამაღლობელი მაკკეინის ინსტიტუტის ახალი ინიციატივის - “თავისუფლება პოლიტპატიმრებს” სიაშია.
ინიციატივია ეხება “ამერიკელებს, მწვანე ბარათის მფლობელებს და დისიდენტებს სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც არიან პოლიტიკური პატიმრები, ან მძევლები რეპრესიული რეჟიმების მიერ”.
მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, დასაწყისისთვის, ინიციატივა ორიენტირებული იქნება ოთხ მიმართულებაზე.
ვენესუელა: ჰესუს არმასი, ვენესუელელი ოპოზიციური ლიდერი, მაკკეინის გლობალური ლიდერი;
ბელარუსი: მარია კალესნიკოვა, ბელარუსი ფლეიტისტი;
ღაზა: ისრაელელი ამერიკელი მძევლები;
საქართველო: მზია ამაღლობელი.
მზია ამღლობელი 26-ე დღეა შიმშილობს, ის გამოკვლევებისთვის კლინიკა ვივა მედში იმყოფება.