ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ტერორისტებმა სამი ავტომობილი ააფეთქეს. ბოლო მონაცემით, აფეთქების შედეგად 4 ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო რამდენიმე ათეული დაშავდა.
ერთი ბომბი პოლიციის მანქანაში იყო დამონტაჟებული, მეორე ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო მესამე პილიგრიმების ავტობუსთან.
ავტომობილების აფეთქებას გასულ კვირას ერაყში 150 ადამიანი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები