ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, 47 წლის ლუის რუბიალესი 3 თებერვალს მადრიდში სასამართლოს წინაშე წარდგება ფეხბურთელის, 2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგის და 2023 წლის ქალთა ჩემპიონატის გამარჯვებულის ჯენიფერ ერმოსოს კოცნის საქმეზე. იუწყება Reuters.
რუბიალესს ბრალი ედება სექსუალურ ძალადობაში და ჰერმოსოს იძულების მცდელობაში, რათა ქალს ეთქვა, რომ კოცნა ორივე მხარის თანხმობით მოხდა. თავად რუბიალესი ბრალდებას უარყოფს.
2023 წლის აგვისტოში, ქალი ფეხბურთელების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ინგლისის ნაკრებზე ესპანეთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ, ლუის რუბიალესმა ტუჩებზე აკოცა ნაკრების წევრს, ჯენი ერმოსოს. რუბიალესი აცხადებს, რომ ეს ურთიერთშეთანხმებით მოხდა, რასაც ერმოსო უარყოფს.
რუბიალესის გარდა, საქმეში ასევე მონაწილეობენ ქალთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ხორხე ვილდა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი სპორტული დირექტორი ალბერტ ლუკე და მარკეტინგის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი რუბენ რივერა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ერმოსოზე ზეწოლაში.
პროკურატურა რუბიალესისთვის 2-1,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
როგორც წესი, ესპანეთში, ორ წლამდე მსჯავრდებულებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ პატიმრობა ზიანის ანაზღაურებით, თუ მათ არ აქვთ ნასამართლეობა.
ლუის რუბიალესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა სექტემბერში დატოვა 2023 წლის ოქტომბერში რუბიალესს სამი წლით შეუჩერდა ფეხბურთთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.