ტყიბულის მაღარო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მინდელის სახელობის შახტის ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კუხალიშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, მოპოვებითი სამუშაოები მხოლოდ კატასტროფის ადგილზეა შეჩერებული.
"სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. თავად კატასტროფის ადგილზე კი ის დროებით შეჩერებულია და მას შემდეგ განახლდება, რაც მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა გახდება ცნობილი", - განმარტა კუხალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაღაროში გუშინ აფეთქება მოხდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
მომხდარი მიზეზებს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ზედამხედველობის სამსახურისა და სამხარეო პროკურატურის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია სწავლობს.