29 იანვარს ზუგდიდში ხანძარს 80 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინფორმაცია მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურს.
უწყების თანახმად, ხანძარი, რომელიც ორსართულიან სახლში გაჩნდა, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
დაწყებულია გამოძიება.