კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, თუ ევროპის საბჭოში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა მოხდა დათქმებით. არ მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი პოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
სეფაშვილის თქმით, ევროპის საბჭოში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხი აღმოჩნდა ძალიან პრობლემატური, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
"კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, თუ უფლებამოსილების ცნობა მოხდა დათქმებით. არ მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი პოზიცია და ამის შესახებ განვაცხადე სხვადასხვა სხდომაზე, მათ შორის მონიტორინგის სხდომაზე. ნებისმიერ ქვეყანაში ჩვენ მარტივად იოლად ნებისმიერ დარღვევას, იქნება ეს ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, არჩევნების ჩატარების, თუ თუნდაც პოლიციის მიერ ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება მოხდეს გერმანიაში, საფრანგეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, ნებისმიერ ქვეყანაში.
ნებისმიერი ასეთი დარღვევის დროს ევროსაბჭომ უნდა გარიცხოს ქვეყანა ან უნდა შეუჩეროს უფლებამოსილება? ამის მომხრე არ ვარ, ეს ეწინააღმდეგება თავად ორგანიზაციის სადამფუძნებლო პრინციპებს" - თქვა სეფაშვილმა.