ლოს ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.
მანამდე 11 დაღუპულის შესახებ იტყობინებოდნენ. მეხანძრეებმა ალტადენაში კიდევ 5 ცხედარი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. მეხანძრეები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ შეუძლიათ ლოს-ანჯელესის ყველა დაზარალებულ რაიონში შეღწევა, ამიტომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
გარდა ამისა, ქალაქში შიშობენ, რომ უახლოეს დღეებში ძლიერი ქარის გამო ხანძარი კიდევ გავრცელდება და გაძლიერდება.
ბოლო მონაცემებით, ხანძარმა გაანადგურა 12300 შენობა დაახლოებით 155 კვადრატულ კილომეტრზე. სტიქიას ებრძვის აშშ-ის სამაშველო სამსახურების 14000 პერსონალი. ჩართულია სახანძრო-სამაშველო ავიაცია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამატებითი სამაშველო ძალები მექსკიდან და კანადიდან ლოს ანჯელესისკენ მიშურებიან.
შეგახსენებთ, კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ხანძრის პირველი კერა 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა.
ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა.