შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ლოს ანჯელესში მასშტაბური ხანძრების გამო, იტალიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
ვიზიტის ფარგლებში, ბაიდენი უნდა შეხვედროდა რომის პაპს, პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისა და პრეზიდენტ სერჯო მატარელას.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვიზიტის გაუქმების გადაწყვეტილება ლოს ანჯელესიდან დაბრუნების შემდეგ მიიღო.
როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენი იმყოფებოდა ლოს ანჯელესში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოისმინა სტიქიურ უბედურებასთან ბრძოლის შესახებ.
ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა.
კალიფორნიის შტატში, ლოს ანჯელესში ოლქში, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და გამანადგურებელი ხანძარი მძვინვარებს.
ხანძარს, რომელიც 7 იანვარს ტყეში გაჩნდა და 150 000-მდე ადამიანის ევაკუაცია გახადა აუცილებელი, კიდევ უფრო ართულებს ქარი.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ხანძარი უკვე მიუახლოვდა ქალაქ ლოს ანჯელესის საზღვრებს და მოედო ჰოლივუდის ბორცვებს.
ხანძარმა გაანადგურა ასობით სახლი სანტა მონიკაში, მალიბუში, ალტადენაში, პასიფიკ პალისეიდსსა და პასადენაში. იუწყებიან, რომ ახალი კერა გაჩნდა სტუდიო სითიში.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარს სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა.