კალიფორნიის შტატში, ლოს ანჯელესში ოლქში, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და გამანადგურებელი ხანძარი მძვინვარებს.
ხანძარს, რომელიც 7 იანვარს ტყეში გაჩნდა და 150 000-მდე ადამიანის ევაკუაცია გახადა აუცილებელი, კიდევ უფრო ართულებს ქარი.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ხანძარი უკვე მიუახლოვდა ქალაქ ლოს ანჯელესის საზღვრებს და მოედო ჰოლივუდის ბორცვებს.
ხანძარმა გაანადგურა ასობით სახლი სანტა მონიკაში, მალიბუში, ალტადენაში, პასიფიკ პალისეიდსსა და პასადენაში. იუწყებიან, რომ ახალი კერა გაჩნდა სტუდიო სითიში.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარს სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არსებული მდგომარების გათვალისწინებით, გააუქმა იტალიაში დაგეგმილი ვიზიტი და კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა.
ხანძარი ალტამედაში
ხანძარი პასიფიკ პალისეიდში
სანტა მონიკა
მალიბუ
დაუნთაუნ ლოს ანჯელესი