სლოვაკეთი უკრაინის მიერ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო საპასუხო ზომებს განიხილავს. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა.
ფიცომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას „ზელენსკის დივერსია“ უწოდა და განაცხადა, რომ ამის გამო მისი ქვეყნის ზარალი წელიწადში 500 მილიონ ევროს შეადგენს.
მან დაადასტურა, რომ სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლები მომავალ სამშაბათს, 7 იანვარს, ბრიუსელში ტრანზიტის შეჩერების საკითხს განიხილავენ.
პრემიერის თქმით, სლოვაკეთისთვის ერთადერთი გამოსავალი სიტუაციიდან არის ან გაზის ტრანზიტის აღდგენა ან კომპენსაცია თითქმის 500 მილიონი ევროს სახელმწიფო ფინანსების დანაკარგისთვის.
ბრიუსელში მოლაპარაკებების შემდეგ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი კოალიციური საბჭოს მოწვევას გეგმავს, რასაც მოჰყვება მინისტრთა კაბინეტის სხდომა, რომელზეც კოალიციის პარტნიორები განიხილავენ შესაბამის ზომებს.
შეგახსენებთ, პირველი იანვრიდან კიევმა ევროპაში რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტი შეწყვიტა.