შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ახალ ორლეანში განხორციელებულ თავდასხმას განიხილავს, როგორც ტერორისტულ აქტს.
ბაიდენის თქმით, ფედერალური ბიურო და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ახალ ორლეანში განხორციელებულ დანაშაულთან დაკავშირებით, განახლებულ ინფორმაციას აწვდიან.
მისივე თქმით, მან უბრძანა თავის გუნდს, ყველა ფედერალური რესურსის უზრუნველყოფა, რათა ფედერალურმა, შტატისა და ადგილობრივმა ორგანოებმა სწრაფად შეძლონ მომხდარის გამოძიება და აღკვეთნ პოტენციური საფრთხეები.
"ძალადობის რაიმე სახით გამართლება მიუღებელია. ჩვენ არ შევეგუებით ამ ქვეყანაში ნებისმიერ თემზე თავდასხმას", - თქვა მან.
მომხდათან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც. მან ახალ ორლეანში მომხდარი ინციდენტი არალეგალურ იმიგრაციას დაუკავშირა.
"როცა ვამბობდი, რომ კრიმინალები, რომლებიც შემოდიან, ბევრად უარესები არიან, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში... ეს სიმართლე აღმოჩნდა", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. თუმცა პოლიცია არ ასახელებს თავდამსხმელის ეროვნებას და ვინაობას.
ტრამპის მტკიცებით, ქვეყანაში დანაშაულის დონე არის "ისეთ დონეზე, რომელიც არავის არასდროს უნახავს". FBI-ის ცნობით, ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა მთელ ქვეყანაში.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების ლუიზიანის შტატის ქალაქ ახალ ორლეანში ახალი წლის ღამეს, მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, განზრახ შევარდა ხალხში.
ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი, დაშავდა 35.