საკონსტიტუციო სასამართლომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვის საკითხი განხილვაშიც არ მიიღო, ხოლო ეუთო/ოდირმა საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ ხარვეზების მიუხედავად არჩევნები შედგა, ამით დამთავრდა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.
„რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოგვიწოდებენ არა პარტნიორები, არამედ ზოგიერთი ლობისტური კომპანიის მიერ დაქირავებული ევროპარლამენტარები, კონგრესმენები და სენატორები, რომელთაც ავტორიტეტი არა აქვთ და რაღაცას იგონებენ. ჩვენ გვყავდა ასეთები – კუბილიუსები და ფოტიგები. ფოტიგა ევროპარლამენტიდან გამოაგდეს, რადგან ის ხალხმა არ აირჩია, ხოლო კუბილიუსა იმდენად არაადეკვატური აღმოჩნდა, რომ პოლიტიკას ჩამოაშორეს და ახლა კოსმოსს იკვლევს. დავსვით კითხვა, რა არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი? – ამაზე პასუხი არა აქვთ. საკონსტიტუციო სასამართლომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვის საკითხი განხილვაშიც კი არ მიიღო, ხოლო ეუთო/ოდირმა საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ ხარვეზების მიუხედავად არჩევნები შედგა. ამით დამთავრდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს და დიდ იმპერიებს შორის მსოფლიოს გადანაწილებაში არ მოჰყვეს. ეს ხელოვნურად შექმნილი მარშები არაფერს გეუბნებათ? უცხო ქვეყნად იმპორტირებული, არაბუნებრივი და არაქართულ ჯაჭვთან დაკავშირებით სააკაშვილის რამდენიმე წლის წინანადელი სიგიჟე არ გახსენდებათ?! – ყველაფერში ხელოვნურობაა და მივმართავ ახალგაზრდებს – ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს, მათ სხვა დაკვეთა აქვთ“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.